October 13, 2022 Stories

თბილისში, საქართველოში, პირველი არაკომერციული სტერილიზაციის კლინიკა გაიხსნება

თბილისში, საქართველოში, პირველი არაკომერციული სტერილიზაციის კლინიკა გაიხსნება

 

 

 

 

ცხოველთა კეთილდღეობის კვირა,2022 -ის ფარგლებში მეიჰუ საქართველომ დღეს განაცხადა, რომ გაიხსნება პირველი ახალი, არაკომერციული კლინიკა პრევენციული ვეტერინარული მოვლისთვის (სტერილიზება, ვაქცინაციები, პარაზიტების

კონტროლი) დედაქალაქ თბილისში.

კლინიკა გაუწევს სტერილიზაციას, ვაქცინაციას და პარაზიტების კონტროლს, როგორც თბილისის უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს, ასევე შინაურ და თავშესაფარში მყოფ ძაღლებს.ოთხი,ძლიერ ქალთა ვეტერინარულმა გუნდმა, რომელიც შედგება სამი ვეტერინარისგან და ამჟამად ერთი ვეტერინარის ასისტენტისაგან, ამ დროისთვის 1000-ზე მეტი უმეთვალყურეოდ დარჩენილი და პატრონიანი ძაღლი გაასტერილა ქ. მცხეთაში,დროებით არსებულ კლინიკაში,რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში მდებარეობს. დაახლოებით კიდევ 125 ძაღლი მოახერხებს ისარგებლოს ახალი კლინიკით ამ წელს.

გარდა ამისა, ახალი შენობა ასევე მოემსახურება როგორც ტრენინგ ცენტრს სხვა ვეტერინარული პროფესიონალებისთვის საქართველოში, ადგილობრივ კოლეჯთან გაფორმებული შეთანხმების წყალობით, რომელიც სთავაზობს “ვეტ ტექნიკის” კვალიფიკაციას, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ პრაქტიკული სამუშაოები Mayhew’s კლინიკაში. მეიჰიუ საქართველო თანამშრომლობს საქართველოს თავისუფალ აგრარულ უნივერსიტეტთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.

 

უფასო ხაფანგი, ვაქცინაცია, სტერილიზაცია, დაბრუნების (TVNR) პროგრამა

როგორც მეიჰიუს საერთაშორისო პროექტებისა და ურთიერთობების ხელმძღვანელი ქეროლაინ იეტისი განმარტავს, „მეიჰუ საქართველო აფინანსებს უფასო Trap, Vaccinate, Neuter, Return (TVNR) პროგრამას თბილისში, არა მხოლოდ ძაღლების ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ, არამედ ახორციელებს კომპლექსურ ვაქცინას, რომელიც იცავს ძაღლებს საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა პარვოვირუსი და ჭირი.წინა ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ პროგრამა ვეტერინარული კლინიკების მეშვეობით თბილისში, სადაც არიან Mayhew-ის გადამზადებული ვეტერინარები, მაგრამ ჩვენი კლინიკის შექმნა საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ პროგრამა, გავზარდოთ ქართული ვეტერინარული პროფესიის შესაძლებლობები და დავეხმაროთ ადგილობრივ ხელისუფლებას ჰუმანურად მართოს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველთა პოპულაციები ქალაქში, რაც თბილისს უფრო ჯანსაღ და ბედნიერ ადგილად აქცევს, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისთვის“.

ექიმი ანა მეცხვარიშვილი DVM, Mayhew Georgia-ს ხელმძღვანელი ვეტერინარი დასძენს: „ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით საკუთარი კლინიკის ქონაზე. ძალიან ვამაყობ, რომ ახლა განხორციელდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი სტანდარტების, სტრესისგან თავისუფალი გარემოს ქონა, როგორც ცხოველებისთვის, ასევე ვეტერინარული გუნდისთვის და იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მოვლენ ჩვენთან სასწავლებლად. ეს იქნება უზარმაზარი დახმარება თბილისის მხარდასაჭერად უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაციის მართვაში“.

მეიჰიუ მადლობას უხდის მის მხარდამჭერებს და ედგარდ კუპერის ფონდს ამის განხორციელებისთვის.