July 21, 2021 News

მეიჰიუ საქარველო გუდანაბადს იკრავს და მიემგზავრება კახეთის რეგიონში, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუწოდოს დახმარების ხელი.

მეიჰიუ საქარველო გუდანაბადს იკრავს და მიემგზავრება კახეთის რეგიონში, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუწოდოს დახმარების ხელი.

აპრილის ბოლოს, მეიჰიუ საქართველომ დოგი დოკთან ერთად დაიწყო სტერილიზაცია და კასტრაციის კამპანია კახეთის რეგიონში.  ჯგუფები იმუშავებენ კახეთის რეგიონის 3-4 მუნიციპალიტეტში: სიღნაღი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა- ასტერილებენ და ცრიან უპატრონო ძაღლებს თითოეული მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში, რათა მართონ ქუჩის ძაღლების პოპულაცია, ხელი შეუშალონ ახალი ლეკვების დაბადებას და უზრუნველყონ ძაღლების ჯანმრთელობა მათი ცოფზე და სხვა ყველაზე გარცელებულ დაავადებების  წინააღმდეგ აცრით.

ძირითად კვლევებზე და ძაღლების რაოდენობაზე დაყრდნობით მობილური კლინიკის და ჯგუფის ვიზიტი იგეგმება ყოველ ორ კვირაში, როგორც წესი რჩებიან ორი დღე, რათა მოახდინონ ძაღლების ოპერაციის შემდგომი მონიტორინგი.

ჯგუფი უკვე ეწვია სიღნაღის მუნიციპალიტეტს და გაასტერილა და აცრა 159 ძაღლი და ეხლა ჯგუფი ყვარელს სტუმრობს, სადაც 125 ძაღლია გასტერილებული დღეის მონაცემებით.

გარდა მეიჰიუ საქართველოს და დოგი დოკის გუნდისა, ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ სიღნაღის და ყვარელის მოხალისეების, რომლებიც აქტიურ პოპულარიზაციას უწევენ მობილური ჯგუფის ვიზიტს და მოყავთ ძაღლები სადაც მობილური კლინიკაა განთავსებული. დიდი მადლობა ეკუთვნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილის გამოყოფას და ნებართვას მობილური კლინიკისათვის,ყველა ადგილობრივს, რომლებიც განთავსებაში ეხმარებოდა მობილურ ჯგუფს და Marchig Animal Welfare Trust -ს ამ საციცოცხლო მნიშვნელობის საქმის დაფინანსებისთვის.