January 17, 2022 სიახლე

მეიჰიუ საქართველომ შეასრულა 2021 წლის, მობილური კლინიკის, 1000 ძაღლის სტერილიზაციის გეგმა

მეიჰიუ საქართველომ შეასრულა 2021 წლის,  მობილური კლინიკის, 1000 ძაღლის სტერილიზაციის გეგმა

ჩვენი მობილური კლინიკა,რომელ იც ფუნქციონირებს დოგი დოკთან პარტნიორობით, გადაადგილდება სოფლებში, სადაც არაა ან შეზღუდულად არის ვეტერინარული მომსახურება  ძაღლები და კატებისთვის ხელმისაწვდომი.  2021 წელს, გუნდის სამიზნე იყო კახეთის რეგიონის კონკრეტული ადგილები – სადაც მუნიციპალიტეტებმა და ადგილობრივმა ჯგუფებმა, ინტერესი გამოხატეს უმეთვალყურეოდ დარჩენილი  ძაღლების პოპულაციის  მართვასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ რაც ჩატარდება ძაღლების პოპულაციის რაოდენობის კვლევა, მობილური კლინიკა რანდენიმე დღეს ატარებს მოცემულ ადგილას, იჭერენ რამდენი ძაღლის დაჭერაცაა შესაძლებელი და უტარებენ ყველა საჭირო ვეტერინარულ პროცედურებს. მას შემდეგ რაც უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ჩვენი გუნდი ჩაუტარებს ყველა საჭირო პროცედურას, მათ ყურზე ედებათ თაგი ნომრით, რაც იმის ნიშანია რომ ძაღლები არიან სტერილურები და ცოფზე აცრილები.

ჩვენი მობილური კლინიკა მისი მუშაობის არეალში სთავაზობს სტერილიზაციას და ვაქცინაციას

პატრონიან ძაღლებსაც, რადგან მათ პატრონებს არ აქვთ საშუალება მიიღონ ვეტერინარული მომსახურება. როგორც წესი ეს ძაღლები გარეთ დადიან ისევე როგორც უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები.

მომდევნო 12 თვეში, ჩვენი მიზანია გავზარდოთ 25%-ით  სამიზნე ჯგუფები, ძაღლების პოპულაციის კვლევაზე დაყრდნობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ პატრონიანი და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები, შეძლებენ ქონდეთ ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრება საქართველოში. 2014  წლიდან ჩვენ ვატარებთ ქართველი ვეტერინარების, სტუდენტების და ასისტენტების ფართო გადამზადებას  პატარა ცხოველების რეპროდუქტიულ ოპერაციებში და მოვლაში. ეს ასპექტი ჩვენს მუშაობაში არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, როცა საქმე ეხება ქართული ვეტერინარიის განვითარებას, რომელიც გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას როგორც პატრონიანი ისე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები და კატებისთვის  საუკეთესო სტანდარტის და მოვლის  საქართველოში დანერგვის.

ჩვენი დაჭერა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია, დაბრუნების (TVNR) პროგრამა, დაეხმარა ადგილობრივი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაციის მართვაში, დღემდე ჩვენ 4000 მდე ძაღლი გავასტერილეთ და ავცერით ცოფზე  და ძაღლებში ყველაზე  გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებზე.

” ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ბოლო 7 წელში, მაგრამ რა თქმა უნდა კიდე ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ დავისახეთ რანდენიმე ამბიციური მიზანი 2022 წელს ედგარ და კუპერის ფონდის დამატებითი დაფინანსების საშუალებით ისინი ეხლა მიღწევადებია. ჩვენ უკვე ვხედავთ უფრო მეტ  უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლს ჩვენი ორგანიზაციის საჭდით ყურზე იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ვიმუშავეთ. მე მჯერა, ჩვენ რეალურად ვცვლით სიტუაციას ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის კუთხით ამ საზოგადოებებში, ასევე როგორ ურთიერთობენ და ეპყრობიან ადგილობრივი მოსახლეობა უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს. ” 

ქეროლაინ იეიტსი

საერთაშორისო პროექტებისა და ურთიერთობების განყოფილების უფროსი