მეიჰიუ საქართველოს მეგობრები
“მეიჰიუ საქართველოს” მხარდამჭერები
ანალეისს ჰანტერი
“მაქვს პატივი, რომ ვიყო მეიჰიუ საქართველოს შესანიშნავი გუნდის და მისი ვეტერინარების მხარდამჭერი. ვამაყობ, რომ მოვიაზრები იმ გუნდის გულშემატკივრად რომელიც ზრუნავს ცხოველების კეთილდღეობაზე და იცავს მათ უფლებებს.”
ანალეის ჰანტერი პირველივე დღიდან ცხოველების მოყვარული იყო . მშობლებს გამუდმებით ეხვეწებოდა დამატებით, კიდევ ერთი შინაური ცხოველის ყოლას. მისი გატაცება ცხოველების კეთილდღეობისათვის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან იწყება, როდესაც მან პირველად კეირა გადაარჩინა.
ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, ანალეისმა და კეირამ მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყანაში იმოზაურეს, რომლის დროსაც გადაარჩინეს ცხოველები აშშ -ში, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში და სულ ახლახანს საქართველოშიც, სადაც ანალეისი თბილისში, აშშ-ს საელჩოში მსახურობდა .
ანალეისი მონაწილეობდა პროგრამაში "დაიჭირე, გაასტერილე და აცერი", ასევე ხელს უწყობდა მიუსაფარი ცხოველებისთვის მუდმივი საცხოვრებლის მოძიებას საქართველოში. კეირა ეხმარებოდა ანალეისს, რომ ესწავლებინა ფუმფულა ახალბედებისათვის თუ როგორ ასულიყვნენ ტახტზე მოსასვენებლად, როგორ ეპოვათ ყველაზე რბილი საბანი დასაძინებლად და როგორ მოეთხოვათ საჭმელი სწორად.
ანალეისს საელჩოს თანამშრომლებმა მეტსახელად "ძაღლის ქალბატონი" შეარქვეს , ხოლო ვეტერინარებმა "შეშლილი სახლი", რომლებიც კარგად იცნობდნენ მას და მის მრავალრიცხოვან გადარჩენილ ცხოველებს.
ნინო ანანიაშვილი
ქართველი პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის და ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ნინოს მსოფლიოს საუკეთესო 12 ბალერინათა შორის მოიხსენიებენ. ის თბილისში დაიბადა და ამჟამად იქ თავის მეუღლესთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ქალიშვილთან, ელენესთან და ძაღლთან, ბეგისთან ერთად ცხოვრობს.
ნინომ ათი წლის ასაკში დაიწყო სწავლა საქართველოს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ხოლო 13 წლიდან სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს, მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასს შეუერთდა. დიდი თეატრის პრიმა-ბალერინობისას გახდა ამერიკული ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინაც. შესრულებული აქვს ასზე მეტი პარტია, არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენოსანი და პრესტიჟული “ამომავალი მზის” ორდენის კავალერი. 2002 წელს ამერიკული ჟურნალის Dance Magazine-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო ბალერინად და 2019 წელს Europe Nostra-ს საქართველოს საპატიო პრეზიდენტად.
2004 ნინო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის და ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ის აგრძელებს სადადგმო მოღვაწეობას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბალეტის სწავლებას, დაუღალავად შრომობს მისი საყვარელი დასისა და სასწავლებლის საკეთილდღეოდ.
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი ვიყო “მეჰიუ საქართველოს” მეგობარი და მხარი დავუჭირო მათ საქმიანობას ვეტერინართა გადამზადების, უსახლკარო ცხოველთა კეთილდღეობის და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ჩემი ბეგიც ქუჩის ძაღლია. ის მამაჩემმა სოფელში იპოვნა როდესაც ჯერ კიდევ ცუცქნა და საკმაოდ “გატლეკილი” ლეკვი იყო. მივხვდით რა, რომ მასზე არავინ იზრუნებდა, თბილისში წამოვიყვანეთ და მივიკედლეთ ჩემი შვილის, ელენეს სასიხარულოდ. ბეგის კვლავ ბევრი ლაპარაკი უყვარს. ჩვენ კი ბეგი გვიყვარს ძალიან.
სოფიო ქაცარავა
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი.
მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მხარდაჭერა გამომეხატა Mayhew Georgia-ს მიმართ. მათი საქმიანობა და ზრუნვა ცხოველების პირობების გაუმჯობესების საქმეში საჭირო და მნიშვნელოვანია. მივესალმები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და Mayhew Georgia-ს შორის თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთი კარგი მაგალითია ჩვენ ორ ქეყანას შორის მრავალ სფეროში აქტიური თანამშრომლობისა.
სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას შეუდგა 2020 წლის აპრილის თვიდან. ელჩად დანიშვნამდე, ქალბატონი სოფიო იკავებდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მანამდე რამდენიმე წელი საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, როს შემდეგაც დაიკავა პოლიტიკური მდივნის თანამდებობა. სოფიო ქაცარავას მინიჭებული აქვს მისი აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის ჯილდო MBE (ბრიტანეთის იმპერიის საპატიო წევრი) საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში გაწეული წვლილისათვის.
ნიკ უილკისი
“ვამაყობ, რომ “მეიჰიუ საქართველოს” გვერდით ვარ და ვიზიარებ მის გეგმებს დაიცვას და გააუმჯობესოს ცხოველთა მდგომარეობა, პროფესიონალთა გადამზადებით და განათლებით.”
ნიკ უილკისი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვის ყოფილი ატაშეა და ელჩების მრჩეველი თავდაცვის საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ნიკს ძალიან უყვარს ძაღლები და კატები. საქართველოში ყოფნისას, ნიკი მის მეუღლეს კაროს ეხმარებოდა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის განხორციელებაში. ნიკმა და კარომ უამრავი ძაღლი შეიფარეს და დააბინავეს. თბილისში, მათ სახლში ყოველთვის სულ ცოტა 10 ძაღლი მაინც ცხოვრობდა. ისინი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ და თან ქართველი ძაღლი, წაიყვანეს. მას კაალი ჰქვია.
ტედ იონასი
ტედ იონასი, იურისტი, აშშ-ს ქალაქ ატლანტადან საქართველოში 1994 წელს ჩამოვიდა, როგორც აშშ-ს “ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის” ექსპერტი. ტედს ძალიან შეუყვარდა საქართველო და აქ დაფუძნდა, თავის პარტნიორებთან ერთად იურიდიული კომპანია დააფუძნა. ის ამჟამად საერთაშორისო კომპანიის “დენტონსის” მთავარი მრჩეველი, ამავდროულად “კავკასიის ბუნების ფონდის” და ორი მსხვილი ქართული კომპანიის დირექტორია. ტედი მეიჰიუს დაეხმარა დაფუძნებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში. მასთან სამი შეფარებული კატა და ორი ძაღლი ცხოვრობს, ასევე ორი ცხენი. ისინი (გარდა ერთი განებივრებული კატისა, რომელიც თბილისშია), მის აგარაკზე ცხოვრობენ.
მაკო აბაშიძე
“გამარჯობა. მე ჰერკულესი მქვია. ჩემთვის და ჩემი პატრონის, მაკო აბაშიძისთვის, დიდი პატივია მეიჰიუსთან მეგობრობა. მე ბრიტანელი კატა ვარ და მაკომ ჩემი თავი ერთი წლის წინ, ერთი ბოთლი ქართული ღვინის სანაცვლოდ მოიპოვა.” კატა სახელად ჰერკულესი.
მაკო ქართველია. ის დიდ ბრიტანეთში 90-იან წლებში გადასახლდა. ახლა ხან თბილისში და ხან ლონდონში ცხოვრობს. მაკო ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელია. მას ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება აქვს ფსიქოლოგიაში და დიპლომი ქოუჩინგსა და შემეცნებითი ქცევის თერაპიაში.
მაკოს ყოველთვის ყავდა ცხოველები და მათ ცხოვრების თანმდევ მეგობრებად მიიჩნევს. მას უყვარს ოპერა, ბალეტი, მოგზაურობა და კარგი ღვინო.