მეიჰიუ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, ასევე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თბილისში და ახორციელებს შემდეგ პროექტებს.
როგორ ვეხმარებით
ჩვენი საქმიანობა გულისხმობს თბილისსა და მის შემოგარენში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვას.
ჩვენ გთავაზობთ:
დედაქალაქის მიუსაფარი ცხოველების უსასყიდლო სტერილიზაცია / კასტრაცია, რაც გულისხმობს მათი შემდგომი გამრავლების პრევენციას. ასევე მათ ვაქცინაციას ცოფზე და გავრცელებული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ (ძაღლის ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი, ძაღლის ჰეპატიტი, ძაღლის გრიპი და ლეპტოსპიროზი).
უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ვეტერინარული გადამზადება, ქართველი ვეტერინარების კომპეტენციის ამაღლებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ძაღლებისა და კატების კეთილდღეობასა და პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ ვეტერინართა გადამზადება და კომპეტენციის ამაღლება.
უფასო სტერილიზაცია / კასტრაცია და ვაქცინაციის სერვისები
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროფესიონალ ვეტერინართა მიერ, ცხოველთა უსასყიდლო სტერილიზაცია/კასტრაცია მათი შემდგომი გამრავლების პრევენციის მიზნით.
აღნიშნული მიზნით ვთანამშრომლობთ ოთხ კერძო ვეტერინარულ კლინიკასთან თბილისში, სადაც მუშაობენ ჩვენს მიერ გადამზადებული ვეტერინარები.
გჭირდებათ ჩვენი დახმარება?
თქვენს სამეზობლოში თავისუფლად მოხეტიალე ძაღლის შემჩნევის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს ყურის საჭდე, დაუკავშირდით ჩვენს კოორდინატორს, რომელიც დაგეხმარებათ და მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
დაგვიკავშირდითრატომ გთავაზობთ ამ სერვისებს?
ჩვენი მიზანია საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვა და მათი გამრავლების პრევენცია. ჩვენი ორგანიზაცია დაეხმარა თბილისის საკრებულოს, მის იურისდიქციაში შემავალი ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში. პარალელურად, “მეიჰიუ საქართველო” დამოუკიდებლადაც ახორციელებს სტერილიზაცია / კასტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამას.
აღნიშნულ პროგრამა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან აქ მიუსაფარ ცხოველთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი პოპულაციაა. აუცილებელია პოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების დანერგვა და პარალელურად საზოგადოებაში აღნიშნული მეთოდის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პოპულაციის ჰუმანური მართვის მეთოდი გულისხმობს სტერილიზაცია/კასტრაციას ცხოველთა შემდგომი გამრავლების პრევენციის მიზნით, ასევე მათ ვაქცინაციას და მათ იდენტიფიცირებას ყურის საჭდის მეშვეობით. აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ, აუცილებელია მათი დაბრუნება ბუნებრივ ადგილსამყოფელში.
შედეგად ვიღებთ არასასურველი ლეკვების ნაკლებ რაოდენობას, ცხოველთა გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხის, შედარებით უსაფრთხო და ჯანმრთელ გარემოს როგორც ცხოველებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის.
რას ნიშნავს ყურის საჭდე?
თავისუფლად მოხეტიალე ცხოველის ყურზე მიმაგრებული საჭდე იმის მაუწყებელია, რომ ცხოველი არის სტერილური (არ გამრავლდება) და ვაქცინირებული ცოფის წინააღმდეგ.
მეიჰიუ საქართველოს ყურის საჭდე მწვანე ფერისაა (MG XXXXX) და გულისხმობს, რომ ცხოველი, გარდა აღნიშნულისა, ვაქცინირებულია ზოგადად გავრცელებული ძაღლების ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც, რომელშიც შედის ასევე ჭირი და პარვოვირუსული ენტერიტი.