May 11, 2020 Our People

პირველი პირის ნაამბობი: დახმარება საქართველოში

პირველი პირის ნაამბობი: დახმარება საქართველოში

ეიჰიუს დიგტალური კომუნიკაციების ოფიცერი ალისა ჯონსონი, მეიჰიუს გუნდს მათ ერთ-ერთ ბოლო მოგზაურობაზე საქართველოში შეუერთდა. ის გვესაუბრა თავისი მუშაობის შესახებ თბილისის თავშესაფარში. 

 

“არასოდეს არ დამავიწყდება მეიჰიუ ინთერნაშიონალთან ერთად გატარებული პირველი კვირა საქართველოს, თბილისის მუნიციპაულრ თავშესაფარში. ეს იყო ერთ ერთი ყველაზე რთული გამოცდილება რაც კი ოდესმე მქონია, რომელიც ასევე დადებითი იყო საბოლოოდ. ჩემი პირველი ფიქრები თავშესაფარში მისვლისას იყო იმის გაცნობიერება, თუ რამდენად იღბლიანები ვართ ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში. თავშესაფარი არის ძალიან დიდი გადატენილია ძაღლებით, ლეკვებით, კატებით და კნუტებით – ცხენიც კი ყავდათ მის უკანა მხარეს მოწყობილ ოთახში. ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ მოყავდათ უფრო მეტი ცხოველები, რომლებიც თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მონიტორინგის სამსახრუის გუნდს ან თბილისის მოქალაქეებს მოჰყავდათ” 

Alissa Johnson volunteering at Mayhew Georgia
“საქართველოში არის ძალიან დიდი ქუჩის ძაღლების პოპულაცია და სამწუხაროდ თავშესაფარში მოსული ცხოველების უმეტესობა მოყოლილია რაიმე სახის უბედურებაში სანამ ისინი უმისამართოდ დაეხეტებიან ქუჩებში. ძალიან რთული საყურებელია ის პროცესი, როდესაც თავშესაფრის თანამშრომლებს ასეთი ცხოველები გადმოჰყავთ მანქანიდან” 

 

“დაშავებული ცხოველები პირდაპირ თავშესაფრის ვეტერინარულ კლინიკაში მიდიან. იქ ქართველი ვეტერინარების და ფერშლების პატარა გუნდი მუშაობს გაერთიანებულ სამეფოსთან შედარებით საკმაოდ მინიმალისტურ დაწესებულებაში. ჩვენი მთავარმა  ვეტ ექიმმა, ურსულამ, ამიხსნა, რომ საქართველოში ვეტერინარობა კარგა ხნის განმავლობაში არ ყოფილა დიდად დაფაასებული, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეიჰიუს გუნდი ჩამოდის და უზიარებს მათ ვეტერინარულ ცოდნას და გამოცდილებას” 

 

“დღეები თავშესაფარში საკმაოდ გრძელი და  ფიზიკურადაც და მენტალურადაც დამღლელია. ერთ მომენტში სიყვარულით აღსავსე ვიყავი, როდესაც ურსულას და მეიჰიუს დატრენინგებულ ვეტერინარ ანას ვუყურებდი, როგორ წარმატებით ასწავლიდნენ ისინი ქირურგიას თავშესაფრის ვეტერინარებს, შემდეგ კი მწუხარებით ვივსებოდი, მორიგი დაზარალებული ცხოველის შემოყვანისას, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ჩვენი დახმარება”

 

გრძელი დღეებისა და ემოციური სიძნელეების მიუხედავად, ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიყავი საქართთველოს მეიჰიუს გუნდის წევრი ერთი კვირის განმავლობაში. გავაცნობიერე მათი ძალიან საჭირო საქმიანობის მნიშვნელობა – ვეტერინარული მოვლის სტანდარტების ამაღლება და თავშესაფრის დაგეგმარება, რათა თბილისის მუნიციპალურმა თავშესაფარმა განაგრძოს სწავლა, გაუმჯობესება და კიდევ უფრო და უფრო მეტი ცხოველების დახმარება მომავალში”