October 12, 2020 ისტორიები

მივესალმებით მეიჰიუს ახალ მეგობრებს

მივესალმებით მეიჰიუს ახალ მეგობრებს

მივესალმებით მეიჰიუს ახალ მეგობრებს

ყოველდღე ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო სადაც ცხოველებს მოეპყრობიან მზრუნველობით და პატივისცემით. რომ არა საზოგადოების შემოწირულობები ჩვენ ვერაფერს შევძლებდით.

ჩვენი ახლად შეძენილი მეგობრები ნინო ანანიაშვილი და სოფო ქაცარავა გვეტყვიან თუ რატომ მოიხიბლნენ ჩვენი საქმიანობით.

ნინო ანანიაშვილი
ქართველი პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის და ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ნინოს მსოფლიოს საუკეთესო 12 ბალერინათა შორის მოიხსენიებენ. ის თბილისში დაიბადა და ამჟამად იქ თავის მეუღლესთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ქალიშვილთან, ელენესთან და ძაღლთან, ბეგისთან ერთად ცხოვრობს.

ნინომ ათი წლის ასაკში დაიწყო სწავლა საქართველოს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ხოლო 13 წლიდან სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს, მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასს შეუერთდა. დიდი თეატრის პრიმა-ბალერინობისას გახდა ამერიკული ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინაც. შესრულებული აქვს ასზე მეტი პარტია, არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენოსანი და პრესტიჟული “ამომავალი მზის” ორდენის კავალერი. 2002 წელს ამერიკული ჟურნალის Dance Magazine-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო ბალერინად და 2019 წელს Europe Nostra-ს საქართველოს საპატიო პრეზიდენტად.

2004 ნინო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის და ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ის აგრძელებს სადადგმო მოღვაწეობას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბალეტის სწავლებას, დაუღალავად შრომობს მისი საყვარელი დასისა და სასწავლებლის საკეთილდღეოდ.

ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი ვიყო “მეჰიუ საქართველოს” მეგობარი და მხარი დავუჭირო მათ საქმიანობას ვეტერინართა გადამზადების, უსახლკარო ცხოველთა კეთილდღეობის და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ჩემი ბეგიც ქუჩის ძაღლია. ის მამაჩემმა სოფელში იპოვნა როდესაც ჯერ კიდევ ცუცქნა და საკმაოდ “გატლეკილი” ლეკვი იყო. მივხვდით რა, რომ მასზე არავინ იზრუნებდა, თბილისში წამოვიყვანეთ და მივიკედლეთ ჩემი შვილის, ელენეს სასიხარულოდ. ბეგის კვლავ ბევრი ლაპარაკი უყვარს. ჩვენ კი ბეგი გვიყვარს ძალიან.

სოფიო ქაცარავა
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი.

მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მხარდაჭერა გამომეხატა Mayhew Georgia-ს მიმართ. მათი საქმიანობა და ზრუნვა ცხოველების პირობების გაუმჯობესების საქმეში საჭირო და მნიშვნელოვანია. მივესალმები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და Mayhew Georgia-ს შორის თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთი კარგი მაგალითია ჩვენ ორ ქეყანას შორის მრავალ სფეროში აქტიური თანამშრომლობისა.

H.E Sophiko Katsavara MBE

სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას შეუდგა 2020 წლის აპრილის თვიდან. ელჩად დანიშვნამდე, ქალბატონი სოფიო იკავებდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მანამდე რამდენიმე წელი საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, როს შემდეგაც დაიკავა პოლიტიკური მდივნის თანამდებობა. სოფიო ქაცარავას მინიჭებული აქვს მისი აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის ჯილდო MBE (ბრიტანეთის იმპერიის საპატიო წევრი) საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში გაწეული წვლილისათვის.

 თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ საქმიანობას საქართველოში, გთხოვთ დაგვეხმარეთ.
შემოწირულობა