May 11, 2020 ისტორიები

სამი დათვის ბელის გადარჩენის ამბავი

სამი დათვის ბელის გადარჩენის ამბავი

2015 წლის თბილიში მომხვდარი სტიქიის შემდეგ, თბილისის დატბორილილი ქუჩების ერთ-ერთ ნაგვის ურნაში სამი დათვის ბელი იპოვეს. დათვის ბელები ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაარჩინეს სასწრაფო დახმარების ოპერაციების დროს და გადაიყვანეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, რადგან  სხვა ობიექტები უბრალოდ არ არსებობს, სადაც მათ გადაყვანას შეძლებდნენ. 

 

დატბორვის შემდეგ , Mayhew-ს აღმსრულებელი დირექტორი- ქეროლაინ იეიეტსი, მეიჰიუ ინთერნათიონალის გუნდთან ერთად იმყოფებოდა თბილისში და იმ მომენტში თავშესაფრში მათი თანამშრომლებისთვის ვეტერინარული ტრენინიგის ატარებდნენ. სწორედ მაშინ, ქეროლაინ იეიეტსმა იხილა ეს დათუნიები. მათ თავშესაფრის თანამშრომლები უვლიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ თავშესაფარი გათვლილია ქუჩის ცხოველების მხოლოდ დროებით გაჩერებაზე, დათვების ხანგრძლივად გაჩერებისთვის ვერანაირად ვერ იქნებოდა შესაბამისი

 

ქეროლაინმა ამბობს: როდესაც ვიმყოფებოდი თბილისის მუნიციპალურ, ძაღლების  თავშესაფარში და მოვინახულე ეს საცოდავი დათვები, ვიცოდი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავხმარებოდით მათ და გვეპოვნა შესაბამისი, ბუნებრივი გარემო, განსაკუთრებით დათვებისთვის  ასეთ მნიშვნელოვან, პატარა ასაკში. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ვუზრუნველყავით მათი უსაფრთხო გადაყვანა საბერძნეთის დათვების თავშესაფარში.

ჩვენ ვთხოვეთ ველური ბუნების საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Born Free Foundation-ს,ჩართულიყვნენ და დაგვხმარებოდნენ ამ საქმეში.  Born Free– მ წამოიწყო კამპანია “ Bear Me in Mind’’, რომლის საშუალებითაც შეგროვდა ფინანსები დათვების მოვლის უზრუნველსაყოფად ათენის  Arcturos-ის თავშესაფარში. 

 

როგორც კი მოხვდა ფინანსების მოძიება და გაკეთდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, შეირჩეულ იქნა თარიღიც – 13 მაისი, დათვების პირველი ნაბიჯები თავისუფლებისკენ – მათთვის ძალიან იღბლიანი დღე! დათვები მოათავსეს ინდივიდუალურ გადამყვანებში, რომლებიც სპეციალურად ლეოპარდების გადასაყვანად იყო შექმნილი და იდეალური ზომა აღმოჩნდა.  მათი გამგზავრების დღის გამთენიისას ისინი გადაიყვანეს სატვირთო მანქანაში და წაიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მათთვის  სპეციალური სატვირთო თვითმფრინავი მოფრინავდა ათენიდან. 

 

დათვებს თავისი მოგზაურობისას თან ახლდათ Born Free-ს ვეტერინარი, ექიმი ჯონ ნაითი, რომელიც შეუჩერებლად ახდენდა ცხოველებზე დაკვირვებას, რათა დარწმუნებულიყო, ისინი ჯანმრთელად და კომფორტულად გრძნობდნენ თავებს. ჩატვირთეს რა დათვების გადამყვანები თვითმფრინავში, ისნი უკვე უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს და თვითმფრინავით რწევასა და ძრავების ხმაში 4 საათიანი ფრენის  განმავლობაში გემრიელად ეძინათ.

 

დათვების საბერძნეთში,  ტესალონიკის აეროპორტში ჩასვლის შემდეგ, ისნი უცებ გადმოიყვანეს სატვირთო მანქანაში სადაც მათთვის მაქსიმალური ვენტილაცია ჰქონდა მოწყობილი ცხელი და ტენიანი ამინდის გადასატანად.  საბაჟოს გავლის შემდეგ კი დაადგნენ 3 საათიან სამანქანო გზას Arcturos-ის დათვების თავშესაფარისკენ,  გზად საჭმელის და წყლის შესვენენებით. დათვები მიირთმევდნენ: პომიდორს, ვაშლს, ბანანს, პურს, თაფლს, თხილს და საკმაო რაოდენობით წყალს. მოგზაურობის განმავლობაში მშვიდად და ბედნიერები გამოიყურებოდნენ და საკმაოდ მალე, მათი ქალაქის ხედი შეიცვალა ულამაზესი მინდვრების და მთების ლანდშაფტებით.

rescuing georgian bear cubs with born free

Arcturos-ის თავშესაფარში მისვლისას დათვები ჯერ სპეციალურ ოთახებში მოათავსეს ახალ გარემოსთან მიჩვევის გასამარტივებლად.  დათვის ბელი სახელად საქართველო პირველი  გამოვიდა და პირდაპირ სპეციალურად მომზადებულ ოთახში შევარდა, რასაც Mayhew International-ის,  Born Free-ს და and Arcturos-ის თანამშრომლები მოუთმენლად ადევნებდნენ თვალს. მოლი იყო მორიგი დათვი, რომელიც გამოუშვეს თავისუფლებაზე, მას კი შემდეგ ლუიზაც მიყვა. სამივე დათვის ბელი ცოტა გაურკვევლად იყურებოდა და ვერ გაეგოთ ზუსტად, რა ხდებოდა მათ თავს, თუმცა ისინი ძალზედ მალე მიეჩვივნენ ახალ გარემოს. ისინი საკმაოდ ფხიზლად და ცნობისმოყვარეობით მიშტერებოდნენ ლურჯ ცას და კაშკაშა მზეს, დადიოდნენ დარბოდნენ და ათვალიერებდნენ თავიანთ შემოგარენს. დათვები ძაღლების ყეფის ხმას იყვნენ მიჩველები თბილისის ძაღლების თავშესაფარში, ასე რომ ქალაქგარეთ ყოფნის მშვიდობიანი სიჩუმე და ჭრიჭინების ხმით სავსე ჰაერი ცოტა უჩვეულო აღმოჩნდა მათთვის. 

 

რამდენიმე საათში დათუნიები დამშვიდნნენ და მათი პირველი ღამის გათენების შემდეგ, თავშესაფრის თანამშრომლებმა გვაცნობეს, , რომ ისინი საკმაოდ მხიარულად და ბედნიერად გამოიყურებოდნენ და კარგად მიირთმევდნენ საკვებს. სამივე დათვი ძალიან კარგად გრძნობს თავს და ამჟამადაც ბედნიერად ცხოვრობენ ერთად დიდ ბალახით სავსე შემოღობილ ტერიტორიაზე სხვა დათვის ბელ პატრიკთან ერთად, რომელიც უკვე ამ თავშესაფარში ცხოვრობდა. ოთხივე დათვი მშვენივრად თანხმდება ერთმანეთში. არიან ძალიან კომფორტულად და დაცულად თავის ახალ სამყოფში, რომელიც იმ გარემოს იდენტურია, სადაც ისინი ზოგადად ბუნებაში იცხოვრებდენ, აქ ხდება მათი რეაბილიტაცია და გარემოსთან შეჩვევა, რის შემდეგაც მათ გაუშვებენ ნახევრად ველურ დათვებთან საცხოვრებლად და იცხოვრებენ დამოუკიდებლად.