May 11, 2020 სიახლე

სიახლე გადარჩენილი დათვების შესახებ

სიახლე გადარჩენილი დათვების შესახებ

ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი სიახლე Arcturos-ს მგლების და დათვების თავშესაფრიდან, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთში იმყოფება და სადაც ქართველი გადარჩენილი დათვები წარმატებით გაემგრზავნენ და ჰპოვეს ახალი სამყოფელი. მათზე მთლიანი გადარჩენის ისტორიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

სამი ობოლი დათვის ბელი ლუიზა, მოლი და საქართველო თბილისის 2015 წლის ივნისის სტიქიის შემდეგ იპოვეს ქუჩაში და მათ 1700 მილი გაიარეს თავისი ახალი სახლის საპოვნელად 2016 წლის მაისში. ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ისინი ყველანი კარგად არიან და უკვე შედარებით დიდ, მინდვრიან თავშესაფარში ბინადრონენ.

მათი ახალ თავშესაფრში გაშვების პირველ დღეებში მხოლოდ ლუიზა იყო კარგ ხასიათზე და აქტიურად. ის დიდი ინტერესით უახლოვდებოდა გამოსაკვებ ადგილებს და თანამშრომლებს. ლუიზა ძალიან კარგად დამეგობრდა პატრიკთან, დათვი რომელთან ერთადაც მოხვდა სამი დათვის წარმატებული ინტეგრაცია ახალ გარემოში. ლუიზა და პატრიკი ძალიან კარგი მეგობრები არიან და ერთად ატარებენ დღის დიდ ნაწილს თამაშსა, ცურვასა და ხეებზე ცოცვაში.

Bears in greece sanctuary rescue

მოლი და საქართველო დასაწყიში ლუიზაზე შედარებით უფრო თავდაჭერილები და ფრთხილები აღმოჩნდნენ, ძირითადად დამალულები, საჭმელად არ გამოდიოდნენ. თუმცა, ძალიან ნელ-ნელა მათ სიმამაცე მაინც მოიკრიბეს და ღამ ღამობით დაიწყეს გარეთ გამოსვლა. დროთა განმავლობაში კი ისინი შეეგუვნენ და ბევრად უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ თავისი ახალი გარემოს მიმართ. ოთხივე დათვი ახლა უკვე ბედნიერად გრძნობს თავს; ცნობებ მათ მკვებავ თანამშრომლებს. ისინი დილაობით ერთად გამოდიან თავისი დასამალი ადგილებიდან და მიირთმევენ სხვადასხვა სახის საკვებს, როგორიცაა: ვაშლი, საზამთრო, ნესვი, ქლიავი და პური. ჭამის შემდეგ კი მთელ დღეს ატარებენ თამაშში, ცურვასა და ხეებზე ცოცვაში! პირდაპირ დათვური ცხოვრებით ცხოვრობენ!

ცხელი დღეების შემთხვევაში, ურჩევნიათ დღე შემოფარებულ ადგილას გაატარონ და გარეთ მხოლოდ ოდნავ აგრილების შემდეგ, მოგვიანებით გამოდიან. ოთხივე დათვი ამ ახალ თავშესაფარში წლის ბოლომდე დარჩება, რის შემდეგაც მათ კიდევ უფრო დიდ ადგილას გადაიყვანენ გაზაფხულისკენ.

ჩვენ სასწრაფოდ გამოვაცხადეთ დახმარების ფონდი და შევაგროვეთ £6800 ჩვენს გვერდში მდგომი გულუხვი ხალხის წყალობით, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა დათვებს დახმარება მთელი წლის მანძილზე, მათ საბერძნეთში გადაყვანამდე. თანხის დარჩენილი £2500 კი გადაეცა არქტუროს თავშესაფარს, რათა წარმატებით გაეგრძელებინათ 3 დათვზე ზრუნვა.

აღმსრულებელი დირექტორი
ქეროლაინი იეითსი ამბობს: ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ რომ ვხედავთ საქართველოს, მოლის და ლუიზას ასე ჯანმრთელად და ბედნიერად მათ ახალ სახლებში. ჩვენი გულუხვი დამხმარეები არა მარტო დაგვეხმარნენ მათ ადგილზე გადარჩენაში ერთი წლის მანძილზე, არამედ აგრძელებენ მათზე ზრუნვას საბერძნეთში ყოფნის განმავლობაშიც. ჩვენ ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკოს და მთელს არქტუროსის თანამშრომლებს სამ დათვსა და პატრიკზე თავდადებული ზრუნვისთვის , რომელბიც ასე კარგად არის ინტეგრირებული”