May 11, 2020 Stories

სიცოცხლის გადამარჩენელი ოპერაცია

სიცოცხლის გადამარჩენელი ოპერაცია

შარშან ოქტომბერში, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში  ძუ ქუჩის ძაღლი მიიყვანეს,  რომელიც ძალიან რთულ ავარიაში მოჰყვა.

სამწუხაროდ, საცოდავი ძაღლს ისეთი მოტეხილობები ჰქონდა უკანა კიდურზე,, რომ ვეტერინარებმა ურსულამ, ანამ და თავშესაფრის გუნდმა საკმაოდ მძიმე, ამპუტირების გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ.. ეს იყო ვეტ. ექიმი ანას პირველი სრული  ამპუტაციის ოპერაცია, რომელსაც ვეტ. ექიმი ურსულა ყურადღებით უძღვებოდა მთელი პროცედურის განმავლობაში. 

Arwen leg amputation surgery

ძაღლი, რომელსაც მოგვიანებით ექიმმა ანამ არვენი დაარქვა, კარგად გამოვიდა მდგომარეობიდან და დროებითი თავშესაფრისთვის მან სახლში წაიყვანა, სანამ ის მიეჩვეოდა ცხოვრებას სამ ფეხზე. სამწუხაროდ, არვენის გაშვება უკან ქუჩაში არ გამოვიდოდა, რადგან მას საკმაოდ გაუჭირდებოდა ქუჩაში ცხოვრება მდგომარეობიდან გამომდინარე. ექიმი ანა არვენს უვლიდა მთელი თავისი მდგომარეობის დასტაბილურების პერიოდში, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ მისთვის მოსიყვარულე ოჯახის პოვნა იყო საჭირო. ანამ მიაკითხა თავის მეგობრებს და კოლეგებს და დაეკონტაქტა თავშესაფარს გერმანიაში, რომელსაც მანამდე უკვე ყავდა რამდენიმე ქართველი ძაღლი დაბინავებული გერმანიაში. 

რამდენიმე კვირის შემდეგ თავშესაფარმა აცნობა, რომ, მისთვის ახალი ოჯახი იპოვნეს – ამჯერად ამერიკაში! ძალიან ბევრი მსჯელობების და განხილვების შემდეგ, გადაწყდა, რომ არვენი თავის ცხოვრებას შტატებში გააგრძელებდა. მოხვდა არვენის სტერილიზაცია, ვაქცინაცია, პარაზიტებზე დამუშავება და მზადება მისი ახალ სახლში, შორ გზაზე წასასვლეად. 

arwen and ana with her new owner in the US
 

გამომდინარე იქიდან, რომ ანა ამერიკაში მიდიოდა შვებულებით, გადაწყდა, რომ სწორედ ის გააცილებდა არვენს თავის გზაზე ახალი ოჯახისკენ – ოჰაიოში, სადაც ის ამჟამად იმყოფება და ტკბება თავისი ახალი სამუდამო სახლით, უშველებელი ეზოთი და პატარა ტბით,  სადაც მას ცურვაც კი შეუძლია! ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ასეთი სევდიანი  ისტორიის გამოვლის შემდეგ, ის ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას!!

სანამ ანა იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისივე თხვონით მეიჰიუმ ორგანიზება გაუწია მის ვიზიტს “ცხოველთა მიმართ სისასტიკის თავიდან აცილების ამერიკული საზოგადოებ”-ის ნიუ იორკის ჰოსპიტალსა და მობილურ კლინიკაში,, სადაც თვალყურს ადევნებდა საქველმოქმედო კლინიკის მუშაობას და მობილური კლინიკის სტერილიზაცია კასტრაციის ინიციატიავას. საიდანაც მან  ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო საქართველოში წამოსაღებად. “შესანიშნავი იყო “ცხოველთა მიმართ სისასტიკის თავიდან აცილების ამერიკული საზოგადოებასთან” მიღებული გამოცდილება” ამბობს ანა, “და მათი მობილური კლინიკა ჩემი აზრით არის შესანიშნავი შემდეგი ნაბიჯი, რომელიც  უნდა გადაიდგას საქართველოში”