May 11, 2020 სიახლე

18 უსახლკარო ლეკვის და ძაღლის დახმარება სამხედრო ბაზაზე

18 უსახლკარო ლეკვის და ძაღლის დახმარება სამხედრო ბაზაზე

მეიჰიუ საქართველომ  “ძაღლების ორგანიზაცია საქართველო”-სთან თანამშრომლობით 18 ქუჩის ძაღლს და ლეკვს დახმარება გაუწია,  მას შემდეგ, რაც ისინი ამერუკულ სამხედრო ბაზაზე რუსთავში იპოვეს, თბილისიდან დაახლოებით 45 წუთის მანძილის  მოშორებით. 

 

ერთ ერთი სამხედრო, რომელიც დროებით უვლიდა DOG-ის ორგანიზაციის ერთ ერთ ძაღლს გვაცნობა ლეკვების შესახებ, რის შემდეგაც მეიჰიუს დაფინანსებული სტერილიზაციის პროგრამის ფარგლებში ისნი მიიყვანეს თბილისის ვეტერინარულ,  ნიუ ვეტ კლინიკაში, სადაც მეიჰიუს დატრენინგებულმა ვეტერინარებმა დათომ და ანამ ისინი კარგად დაათვალიერეს, გაუკეთეს ვაქცინაცია, დაამუშავეს სხვადასხვა პატაზიტებზე და გაუკეთეს სტერილიზაცია. 

stray puppies and dogs on a US marine base in Georgia

ორი დღის განმავლობაში სამხედროებმა ორგანიზება გაუწიეს ცხოველების ტრანსპორტირებას თბილისამდე და უკან, რის შემდეგაც ცხოველები ისევ აგრძელებდნენ თავიანთ პირვანდელ ადგილას ბედნიერად და უსაფრთხოდ ცხოვრებას, რაც  სამხედროების ცოდნის დამსახურებაა. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ პროცედურების მნიშვნელობა, რომელიც მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ჭარბპოპულაციის თავიდან აცილებას ემსახურება. 

 

იმჟამინდელი სამხედრო პერსონალის მსახურების დასრულებისას,  ისინი შეიცვლებიან სხვა ახალი გუნდით, რომელიც ასევე გააგრძელებს ცხოველების მოვლას. მათ შესაძლებლობა ექნებათ გააგრძელონ კავშირი DOG-ის და მეიჰიუ ინთერნაშიონალთან ცხოველების დახმარებისთვის რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში. 

 

მეიჰიუს დატრენინგებბული ვეტერინარმა ანამ, რომელიც ნიუ ვეტ კლინიკაში მუშაობს, თქვა: 

“დათო და მე ძალიან მოხარულები და ამაყები ვართ რომ ვეხმარებით DOG-ს ორგანიზაციას და მეიჰიუს, რადგან ძალიან  მნიშვნელოვანი ნაბიჯია თავისუფლად მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის კონტროლი და იმ ცხოველების დახმარება, რომლებსაც ჩვენ ვჭირდებით! 

DOG-ის, მეიჰიუს და თავისუფალი აგრარული კლინიკასთან ერთად ჩვენ ვართ იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომლის შესრულებაც აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ ერთ დღეს, ქუჩაში სეირნობისას ძალიან ვიამაყებ, როდესაც გავაცნობიერებ, თუ რამხელა წვლილი შევიტანეთ ჩვენ ყველამ ერთად  ამ პრობლემის მოგვარებაში”

stray puppies and dogs on a US marine base in Georgia

დათო ამბობს: 

“ ძალიან მიხარია რომ DOG-ს ორგანიზაცია და მეიჰიუ არსებობს, რადგან ისინი ფიქრობენ ცხოველების პოპიულაციის კეთილდღეობაზე პირველ რიგში.  ეს ასევე არის პირველი და ჯერ ჯერობით ერთადერთი პროგრამა საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს ძაღლების სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ იმუნიზაციას ცოფის ვაქცინასთან და სხვა პროცედურებთან ერთად, რაც არის შესანიშნავი და ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში ცხოველებისთვის კეთდება”