February 20, 2020 ისტორიები

მანქანის ძრავიდან გადარჩენილი

მანქანის ძრავიდან გადარჩენილი

მეიჰიუს გუნდის შემთხვევითი და მოულოდნელი დახმარება თბილისში ყოფნისას. 

ერთ დღეს მეიჰიუს რამდენიმე თანამშრომელმა ვეტერინარი დათოს მანქანით მოგზაურობისას, გაიგონეს კნავილის ხმა, რომელიც მანქანის ძრავიდან მოდიოდა. დათომ გააჩერა მანქანა და მისდა გასაკვირად გამოაძვრინა პატარა კნუტი, რომელიც შიგნით იყო გაჭედილი. საბედნიეროდ კნუტი, რომელსაც ახლა შესაბამისად ბონეტი ქვია, უბრალოდ შეშინებული აღმოჩნდა და თავს ზოგადად კარგად გრძნობდა.

გუნდმა ის წაიყვანა ნიუ ვეტ კლინიკაში, სადაც მას ძალიან ბევრი სიყვარული აჩუქეს და დაეხმარნენ თავისი გამოვლილი განსაცდელის გადატანაში. სანამ ის დროებით ოჯახში ცხოვრობდა და  მისთვის სამუდამო ოჯახის აქტიურ ძიებაში იყვნენ,  ის უკვე საკმარისად დიდი გახდა ვაქცინებისა  და კასტრაციის გასაკეთებლად, რის შემდეგაც აგრძლებს ცხოვრებას ქართულ ოჯახი. ბონეტმა მართლაც რომ სწორად შეარჩია, რომელ მანქანაში შემძვრალიყო!